ფეხბურთი

19:18 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის "უოტფორდიდან" მწვრთნელი გაათავისუფლეს

„უოტფორდიდან“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, მთავარი მწვრთნელი ტომ ქლევერლი დაითხოვეს.

ჩემპიონშიფის სეზონი „უოტფორდმა“ ძალიან ცუდად დაასრულა, ბოლო ხუთ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და საბოლოოდ, 57 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა, რაც კლუბის ამბიციებს არ შეესაბამება. შედეგად, ინგლისელი გაათავისუფლეს. ჯერ უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.

ტომ ქლევერლი „უოტფორდს“ 2024 წლის გაზფხულიდან ავარჯიშებდა. ის განსაკუთრებით გამოირჩეოდა გიორგი ჩაკვეტაძის ნდობით და ქართველ ნახევარმცველს მუდმივად აქებდა.

0.093445