ფეხბურთი

20:01 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

იუპ ჰაინკესი: "ზოგჯერ ფეხბურთის ყურებას სპორტდარბაზში სიარული მირჩევნია"

ლეგენდარულმა გერმანელმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ ფეხბურთი ძალიან გადატვირთულია, რის გამოც მხოლოდ მნიშვნელოვან მატჩებს უყურებს, ზოგჯერ კი, სულაც სპორტდარბაზში სიარული ურჩევნია, ვიდრე თამაშის ყურება:

„ძალიან ბევრი თამაშია, მაგრამ ბიზნესი ასე მუშაობს. ფეხბურთელები უზომოდ ბევრს გამოიმუშავებენ, კლუბებს კი, უწევთ მათი ხელფასები როგორმე გადაიხადონ, ამიტომაც, მატჩების რაოდენობა იზრდება. „ბაიერნის“, „გლადბახის“, „ბილბაოს“, „რეალის“, „ბარსელონას“ თამაშებს ვუყურებ, ზოგადად, ესპანურ ფეხბურთს, როგორც ინგლისის და საფრანგეთის თამაშებს, მნიშვნელოვან მატჩებს ვუყურებ, მაგრამ ზოგჯერ სპორტდარბაზში სიარული მირჩევნია ბუნდესლიგის მატჩების ყურებას“, - თქვა ჰაინკესმა.

შეგახსენებთ, რომ იუ ჰაინკესმა ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, „რეალის“ და „ბაიერნის“ რიგებში, სხვადასხვა დროს, ის „ბილბაოს“, „შალეს“, „გლადბახის“, „ლევერკუზენის“, „აინტრახტის“, „ბენფიკას“ და „ტენერიფეს“ მწვრთნელიც იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.107276