ფეხბურთი

21:40 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟინიო კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს

ჟორჟინიო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის „არსენალს“ დატოვებს და კარიერას „ფლამენგოში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

33 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს. ჟორჟინიო „ფლამენგოს“ ივნისის დასაწყისში შეუერთდება, რათა კლუბს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დაეხმაროს.

გარდა ამისა, ბრაზილიელები მუნდიალის წინ გაძლიერებას აპირებენ და ასევე მუშაობენ ჟოაო ფელიქსის ტრანსფერზეც, რომელიც ამჟამად იჯარით „მილანშია“, ისე კი, „ჩელსის“ ეკუთვნის.

ჟორჟინიო 2007 წლიდან ევროპაში თამაშობდა, თავიდან მან იტალიაში დაიწყო კარიერის აწყობა, სადაც „ვერონაში“ ჩაირიცხა, სწორედ იქ გაითქვა სახელი და 2014 წელს „ნაპოლიმ“ შეიძინა, ხოლო 2018 წლიდან უკვე ინგლისს მიაშურა, სადაც ჯერ „ჩელსის“ და შემდეგ „არსენალის“ რიგებში ითამაშა.

2016 წლიდან ის იტალიის ნაკრებში გამოდიოდა, რომლის მაისურით 57 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.085465
სარეკლამო ადგილი - 99
X x X