ფეხბურთი

23:33 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დეკლან რაისი: "ვიცით, რისი მიღწევა შეგვიძლია"

ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელმა დეკლან რაისმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩამდე კომენტარი გააკეთა:

„დიდი "კვერცხები" გვჭირდება, რომ უდიდეს სცენაზე გავიდეთ და ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ამ დონეზე თამაშოთ. ეს ნახევარფინალია, ფინალამდე 90 წუთია დარჩენილი, ვფიქრობ, ეს ყველაფერს ამბობს. ვიცით, რისი მიღწევა შეგვიძლია, გვინდა ამ კლუბისთვის რაღაც დიდი შედეგის მიღწევა და სწორედ ეს გვინდა. ვიცით, რომ 0:1-ს ვაგებთ, მაგრამ გვაქვს რწმენა და დადებითი განწყობა, რომ გავიმარჯვებთ. პსჟ-ს ფეხბურთელები ძალიან ბევრს დარბიან და ერთმანეთისთვის უამრავ სივრცეს ქმნიან. ისინი ხაზებს შორის ნამდვილად ჭკვიანურად გადაადგილდებოდნენ, თუმცა, მაინც შეგვეძლო მოგება, რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მაგიური მომენტის დაჭერა გვჭირდება, რომ ფინალში გავიდეთ“, - თქვა რაისმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ მატჩი 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.102437