კალათბურთი

0:10 | 7.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის "მონაკო" ევროლიგის ოთხთა ფინალშია

„მონაკომ“ ევროლის მეოთხედფინალში „ბარსელონა“ დაამარცხა და ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა.

ფრანგულმა გუნდმა სერიის მეხუთე, გადამწყვეტი მატჩი ესპანურ კლუბს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, 85:84 მოუგო და სერიაში 3:2 გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, „მონაკოში“ მანუჩარ მარკოიშვილი მუშაობს, რომელიც ვასილის სპანულისის ასისტენტია. მცირე ხნით, სანამ სპანულისს დანიშნავდნენ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობასაც ასრულებდა.

ევროლიგის ოთხთა ფინალში „მონაკოს“ გარდა, პირეოსის „ოლიმპიაკოსი“, სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ და ათენის "პანათინაიკოსი" ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098043