„ინტერის“ მეკარემ იან ზომერმა „ბარსელონასთან“ მატჩის (4:3) შემდეგ ისაუბრა. შვეიცარიელმა მეკარემ საოცარი თამაში ჩაატარა და შეხვედრის MVP დამსახურებულად გახდა.
როგორც მან თქვა, 2:3-ზე ბევრი გუნდი მოკვდებოდა, მაგრამ „ინტერი“ არ დანებდა:
„ძალიან ბედნიერი ვარ, დაუჯერებელი თამაში იყო. არ ვიცი ყველაზე რთული სეივი რომელი იყო, ბოლო სეივი ცოტა განსაკუთრებული იყო. იამალი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ყოველთვის შემოდის საჯარიმოში და ურტყამს. ბედნიერი ვარ, რომ გოლი ვერ გაიტანა. დღეს ბევრი გუნდი 2:3-ზე მოკვდებოდა, ჩვენ კი, ბოლომდე არ დავნებდით“, - თქვა ზომერმა.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ პსჟ-ს ან „არსენალს“ შეხვდება.