ფეხბურთი

2:45 | 7.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "გულით ვითამაშეთ და ყველა დაბრკოლება გადავლახეთ"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ბარსელონასთან“ მატჩის (4:3) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„პირველ რიგში, „ბარსელონა“ უნდა შევაქო, ნამდვილად ძალიან ძლიერი გუნდია. ამიტომ, საჭირო იყო სუპერ „ინტერი“, ბიჭები ტაშს იმსახურებენ, საოცარი თამაში აჩვენეს. ბედნიერი ვარ, რომ მათი მწვრთნელი ვარ, ჩემთვის ყველაფერი გაიღეს, რაც შეუძლიათ. იმსახურებენ ამ სტადიონზე გამარჯვებით ტკბობას.

გვქონდა რამდენიმე პრობლემა, მაგრამ გულით ყველა დაბრკოლება გადავლახეთ, ვეცადეთ ჩვენი იარაღთ თამაში და იმ ხარისხით, რაც გვაქვს. ყოჩაღ ბიჭებს, ფინალი დაიმსახურეს.

ბევრს ვსაუბრობთ იამალზე, მაგრამ მე ვნახე კიდევ ერთი გასაოცარი ფეხბურთელი, რომელიც დე იონგია. ჩემს ფეხბურთელებს არავისზე გავცვლიდი, მაგრამ იამალის გარდა, ბევრი ძლიერი მოთამაშე ვნახე“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ პსჟ-ს ან „არსენალს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092663