ფეხბურთი

3:20 | 7.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი კვარაცხელიას შეძენაზე: "მე მშვიდად ვიყავი, მაგრამ დე ლაურენტისი შეშფოთებული იყო"

იტალიის ნაკრების მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ავტობიოგრაფიულ წიგნში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლის პერიოდს იხსენებს.

როგორც ის წერს, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი შეშფოთებული იყო, რადგან არ იცოდა კვარაცხელიას შესაძლებლობები და არც სამხრეთკორეელი მცველის, კიმ მინ-ჯესი...

„როდესაც ბიჭებს თავი წარვუდგინე, ვუთხარი, რომ მხოლოდ სკუდეტოთი შევიდოდით ისტორიაში. პირველ სეზონში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ ზაფხულში დადებითი მოლოდინები არ იყო, რადგან გუნდიდან ოსპინა, ინსინიე, მერტენსი და კულიბალი წავიდნენ. ყველა ტიფოზიც არ იყო ჩვენს მხარეს, მაგრამ მე მშვიდად ვიყავი. რუსი მეგობრებისგან კვარაცხელიაზე შესანიშნავი რეკომენდაციები მივიღე და კრისტიანო ჯუნტოლისაც თვალდახუჭული ვენდობოდი.

თვითონ დე ლაურენტისიც შეშფოთებული იყო და მითხრა: „გამაგებინე, „ნაპოლი“ კორეელით და ქართველით უნდა გავაძლიეროთ?“, - წერს სპალეტი.

კორეელში დე ლაურენტისი კიმ მინ-ჯეს გულისხმობდა, რომელმაც „ნაპოლიში“ ერთადერთი სეზონი გაატარა, სერია A-ს საუკეთესო მცველი გახდა, სკუდეტოს მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა და „ბაიერნში“ 55 მილიონ ევროდ გაყიდეს.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ უფრო დიდხანს დარჩა, თუმცა, აურელიო დე ლაურენტისის კლუბმა მასშიც სპორტულის გარდა, დიდი ფინანსური მოგება ნახა - 65 მილიონი ევრო, რადგან მხოლოდ 10 მილიონად დაიმატეს და 75 მილიონად პსჟ-ში გაყიდეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095522