კალათბურთი

10:25 | 7.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქამბექი 48 წამში, "ინდიანამ" "კლივლენდს" მეორე მატჩიც მოუგო (VIDEO)

NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდში "კლივლენდ კავალიერსის" მეტოქე "ინდიანა პეისერსია". დღეს გამთენიისას გუნდებს შორის სერიის მეორე მატჩი გაიმართა, სადაც "ინდიანამ" "კლივლენდი" დაძაბულ ბრძოლაში 120:119 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ "კლივლენდი" მატჩის დასრულებამდე 48 წამით ადრე 7 ქულიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში "ინდიანამ" წარმოუდგენელი ქამბექი შემოგვთავაზა და საბოლოო ჯამში 120:119 მოიგო.

შეხვედრაში "ინდიანას" მხრიდან საუკეთესოები 23-23 ქულით მაილს ტერნერი და ნეისმიტი იყვნენ, ხოლო "კლივლენდიდან" კი საუკეთესო დონოვან მიტჩელი იყო, რომლის ანგარიშზეც 48 ქულა, 5 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა იყო.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 10 მაისს "ინდიანას" საშინაო არენაზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092606