„ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ „ბარსელონასთან“ მატჩის (4:3) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
"ეს იყო ეპიკური მატჩი ორ დიდ გუნდს შორის. მოხარული ვართ, რომ მივაღწიეთ ამ ეტაპს, რომელიც მწვრთნელს, ფეხბურთელებს და ამ შესანიშნავ გულშემატკივარს დამსახურებულად უნდა მივაკუთვნოთ. გულშემატკივრებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვებაში. ჩვენთვის პატივია, რომ 31 მაისს მიუნხენში ფინალს ვითამაშებთ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ."
"ინძაგი კვლავ საუკეთესო იყო, ეს გამარჯვება ყველასია, თუმცა განსაკუთრებით ინძაგის, რომელიც ამ ყველაფრის არქიტექტორი და სულის ჩამდგმელი გახლავთ. მას კლუბის სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს. იყო თუ არა ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო თამაში? ემოციების თვალსაზრისით ნამდვილად დიახ, ასევე ადრენალინის თვალსაზრისით. ეს იყო ადგილი მთელი მსოფლიო ფეხბურთისთვის" - განაცხადა მაროტამ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ პსჟ-ს ან „არსენალს“ შეხვდება.