ფეხბურთი

13:30 | 7.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: "მსაჯმა შეცდომა დაუშვა, კუბარსის მომენტში პენალტი არ ყოფილა"

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კომენტარი "ინტერისა" და "ბარსელონას" (4:3) მატჩზე გააკეთა, მისი თქმით, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა შეცდომა დაუშვა და კუბარსის მომენტში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.

ყოფილმა მწვრთნელმა, ასევე პსჟ-ს და "არსენალის" დღეს გასამართ მატჩზეც ისაუბრა:

"საოცარი თამაში გამოვიდა და გულშემატკივარმა არნახული სანახაობა იხილა. ვფიქრობ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა შეცდომა დაუშვა, როდესაც კუბარსის მომენტში პენალტი დანიშნა. დღევანდელ დროში საჯარიმოში მომხდარ ნებისმერ მომენტს, თუ შევანელებთ, ყველა მომენტში შეიძლება დარღვევის მოძებნა. ჩემთვის მარჩინიაკის გადაწყვეტილება მიუღებელია."

"არ ვფიქრობ, რომ არსენალს პსჟ-ს წინააღმდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები ექნებათ, ისინი ბოლო წლებში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან ტიტულისკენ და ვფიქრობ ეს დრო ახლოვდება. დღეს გამარჯვებისთვის არსენალის ფეხბურთელებს მასშტაბური გამარჯვება სჭირდებათ, მათ დასაკარგი არაფერი არ აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის." - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ პსჟ-ს ან „არსენალს“ შეხვდება.

პსჟ-ს და "არსენალის" მატჩი დღეს საქართველოს დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს, ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი პარიზელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092769