ფეხბურთი

17:04 | 7.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2025 | ახალგაზრდულის თამაშებზე ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და მას სლოვაკეთი უმასპინძლებს. C ჯგუფის სამ შეხვედრას ჩვენი გუნდი 11, 14 და 17 ივნისს - პოლონეთის, საფრანგეთის და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტრიბუნაზე, ბილეთების რეალიზაციას სფფ-ის ახალი პარტნიორი, biletebi.ge უზრუნველყოფს. ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება და ფასი 12 ევროს ეკვივალენტი ლარში იქნება.

11 ივნისი | პოლონეთი - საქართველო | ჟილინა - ბილეთები
14 ივნისი | საფრანგეთი - საქართველო | ჟილინა - ბილეთები
17 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | ტრენჩინი - ბილეთები

თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098858