„ალ-ჰილალს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის ბრუნო ფერნანდეშის გადაბირება სურს.
ბრიტანული მედიის ცნობით, პორტუგალიელ ნახევარმცველს ძალიან სარფიანი შეთავაზება უკვე გაუკეთეს, რაც სეზონში 75-დან 90 მილიონ ევრომდე ხელფასს მოიცავს. ბრუნოს გამოსასყიდი პუნქტის ღირებულება 70 მილიონი ევროა, მაგრამ არაბული კლუბი მზადაა უფრო მეტიც გადაუხადოს „მანჩესტერს“, ოღონდ, მიზანს მიაღწიოს და ზაფხულში 30 წლის ფეხბურთელი გადაიბიროს.
ჯერჯერობით, კლუბის და ბრუნოს პოზიცია უცნობია. მხარეებს შორის კონტრაქტი ძალაში 2027 წლის ზაფხულამდეა.
ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობს და 285 მატჩში 98 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „სპორტინგის“, „სამპდორიას“, „უდინეზესა“ და „ნოვარას“ წევრი იყო.