ფეხბურთი

18:59 | 7.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პედრი: "უეფამ გამოძიება უნდა დაიწყოს, ამ მსაჯთან მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა"

„ბარსელონას“ ნახევარმცველი პედრი „ინტერთან“ მატჩის შემდეგ პოლონელი მსაჯის, შიმონ მარჩინიაკის წინააღმდეგ გამოვიდა.

როგორც მან თქვა, უეფამ მარჩინიაკის თაობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან ის ყოველთვის საეჭვოდ მსაჯობს:

„უეფამ ანალიზი უნდა გაუკეთოს ამ საკითხს და გამოიძიოს, რადგან ამ მსაჯთან მსგავსი რამ პირველად არ ხდება. 50-50-ზე ყველა ეპიზოდი „ინტერის“ სასარგებლოდ გადაწყვიტა. არის რაღაცები, რაც არ მესმის და რაც რთული ასახსნელია“, - თქვა პედრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ინტერთან“ ორი მატჩის ჯამში 6:7 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, ხოლო „ინტერი“ ფინალში 31 მაისს, „პარი სენ-ჟერმენს“ ან „არსენალს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093365