ფეხბურთი

20:10 | 7.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გულიტი: "ბარსელონა" ბევრად მეტს იმსახურებდა, "ინტერის" მესამე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო"

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რუუდ გულიტმა განაცხადა, რომ „ბარსელონა“ ფინალში გასვლას იმსახურებდა, ხოლო მსაჯმა, შიმონ მარჩინიაკმა ესპანური გუნდის საზიანოდ ორი შეცდომა დაუშვა.

„მსაჯმა შეცდომები დაუშვა, პენალტი უნდა დაენიშნა კუბარსიზე ჯარიმის გამო, ხოლო „ინტერის“ მესამე გოლი უნდა გაუქმებულიყო, რადგან მანამდე ჯარიმა იყო. მესამე გოლზე დუმფრისმა კარგად გამოიყენა სხეული, მაგრამ წესებს არღვევდა და „ბარსელონას“ ფეხბურთელს ხელს უშლიდა.

გულწრფელად ვფიქრობ, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა გულშემატკივრების გული მოიგეს, თამაშისა და შემტევი სტილით. ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც აშკარად ბევრად მეტს იმსახურებდა, როგორც პირველ, ისე მეორე მატჩში“, - თქვა გულიტმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ინტერთან“ ორი მატჩის ჯამში 6:7 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, ხოლო „ინტერი“ ფინალში 31 მაისს, „პარი სენ-ჟერმენს“ ან „არსენალს“ შეხვდება.

0.098013