ფეხბურთი

20:52 | 7.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ზედიზედ მეორე მოგება და "დილას" - მარცხი

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ გორში, „დილა“ 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის დასაწყისშივე, მესამე წუთზე მოჰამედ ჩერიფმა გაიტანა გოლი. დარჩენილ დროში ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და დირკ შუსტერის გუნდმა გაიმარჯვა.

„ტორპედომ“ 18 ქულა დააგროვა და ჯერ ისევ მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „დილა“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა, 23 ქულით მესამე ადგილი უკავია და მომდევნო ტურში „თელავს“ ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093849