ბოსნიის თასის ფინალში გიორგი გულიაშვილის და ვასილიოს გორდეზიანის „სარაევომ“ „შიროკი ბრიეგი“ 4:0 გაანადგურა და ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რადგან წინ საპასუხო მატჩიცაა.
თუმცა, ანგარიშიდან გამომდინარე „სარაევოს“ არ უნდა გაუჭირდეს თასის მოპოვება. გორდეზიანი სათადარიგო იყო, ხოლო გიორგი გულიაშვილი მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა. ის ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ეს კარგი სიახლეა. გიორგის ბოლო მატჩი 2 აპრილს ჰქონდა ნათამაშები. მას მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.
თასის ფინალის საპასუხო მატჩი 14 მაისს გაიმართება, აღსანიშნავია, რომ 10 მაისს, ეს გუნდები ჩემპიონატის ეგიდითაც შეხვდებიან, ასე რომ, ერთ კვირაში სამჯერ უწევთ ერთმანეთთან თამაში.