ფეხბურთი

23:16 | 7.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" "დინამო ბათუმი" დაამარცხა და 9 ქულით დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „იბერიამ“ სტუმრად „დინამო ბათუმი“ 3:2 დაამარცხა და უპირატესობა გაზარდა.

მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. „იბერიას“ 12 ტურის განმავლობაში მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გაშვებული, ამ მატჩის პირველ ტაიმში კი, 2 გოლი გაუშვა. ანგარიში მე-18 წუთზე ბათუმელებმა გიტის პაულაუსკასის გოლით გახსნეს, რასაც ხუთ წუთში ირაკლი სიხარულიძემ უპასუხა. შემდეგ იური ტაბატაძემ გაიტანა და სტუმრები წინ გავიდნენ, ხოლო ტაიმის ბოლოს უერდი მარამ გაათანაბრა. მატჩი სწორედ ყაიმისკენ მიდიოდა, მაგრამ 82-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავას გუნდმა „იბერიას“ მოაგებინა, რომელიც 33 ქულით ლიდერობს ეროვნულ ლიგას და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია სეზონში. „იბერია“ მომდევნო ტურში „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

„დინამო ბათუმი“ ზედიზედ სამი ფრის შემდეგ დამარცხდა, ეს ჭიაბრიშვილის გუნდის პირველი მარცხი იყო და 24 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „ტორპედოს“ შეხვდება.

„დინამო ბათუმი „იბერია 2:3 (2:2)

გოლები: 1:0 პაულაუსკასი (18), 1:1 სიხარულიძე (23), 1:2 ტაბატაძე (39), 2:2 მარა (44), 2:3 ჯინჯოლავა (82)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09019