ფეხბურთი

23:55 | 7.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გავი: "მათ არ სურდათ, რომ ფინალში "ბარსელონა" გასულიყო"

„ბარსელონას“ ფეხბურთელი გავი ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსას“ გასვლა არ სურდათ, რის გამოც „ინტერთან“ მატჩი წააგებინეს.

„ძალიან მძიმეა შეგუება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ახლოს ვიყავით. მათ არ სურდათ ფინალში ჩვენი გასვლა, რადგან ეშინიათ იმ სეზონიდან გამომდინარე, რომელსაც ვატარებთ. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ“, - თქვა გავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ინტერთან“ ორი მატჩის ჯამში 6:7 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, ხოლო „ინტერი“ ფინალში 31 მაისს, „პარი სენ-ჟერმენს“ ან „არსენალს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.085279