ფეხბურთი

2:00 | 8.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტი: "ძალიან ბედნიერები ვართ, 2020 წლისგან განსხვავებული ფინალი იქნება"

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ძალიან ამაყობს და აღნიშნა, რომ 2020 წლისგან განსხვავებული ფინალი იქნება, რომელიც უმაყურებლოდ ჩატარდა.

„ძალიან, ძალიან ვამაყობ. ეს ულამაზესია. ფეხბურთელები, მწვრთნელი, პერსონალი, გულშემატკივრები... ყველამ დღეს „პარი სენ-ჟერმენის“ დიდი ისტორია შექმნა. ჩვენ მეორე ფინალს ვითამაშებთ, ამჯერად გულშემატკივრებთან ერთად, ამიტომ ეს 2020 წლისგან განსხვავდება. ვერ ავხსნი ჩემს გრძნობას... ჩვენ ძალიან ბედნიერები და ვამაყობთ ამ მომენტით, რადგან ეს ადვილი არ იყო. ჩემპიონთა ლიგის სეზონის დასაწყისი ძალიან რთული იყო, მაგრამ დღეს ჩვენ აქ ვართ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება.

ეს იქნება 2004 წლის შემდეგ პირველი ფინალი, რომელშიც ესპანური, ინგლისური და გერმანული გუნდი არ იქნება, 2004 წელს, ფინალში "პორტუმ და "მონაკომ" ითამაშეს. გარდა ამისა, 1993 წლის შემდეგ პირველად ფინალი ფრანგულ-იტალიური იქნება, მაშინ "მარსელმა" "მილანი" დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ ის ფინალიც მიუნხენში გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171336