ფეხბურთი

14:05 | 8.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერის“ გულშემატკივარს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონასთან“ გამარჯვების შემდეგ გულის შეტევა დაემართა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერსა“ და „ბარსელონას“ შორის საპასუხო მატჩის (4:3) დასრულების შემდეგ „ინტერის“ გულშემატკივარს გულის შეტევა დაემართა, იუწყება Il Fatto Quotidiano.

წყაროს ცნობით, 40 წელზე ოდნავ მეტი ასაკის გულშემატკივარმა საფინალო სასტვენის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო. სტადიონიდან გასვლისას გონება დაკარგა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია, რის შემდეგაც მილანის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს შეხვდება. გადამწყვეტი მატჩი 31 მაისს მიუნხენის „ალიანს არენაზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09704