„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შესაძლოა კლუბი სეზონის ბოლოს დატოვოს. ამის შესახებ TuttoMercato იტყობინება.
წყაროს ცნობით, კონტე კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა. გამოცემა ასევე იუწყება, რომ იტალიელი სპეციალისტით ტურინის „იუვენტუსია“ დაინტერესებული. კონტე უკვე მუშაობდა „შავ-თეთრ“ ბანაკში 2011-დან 2014 წლამდე.
აღნიშნულია, რომ ნეაპოლიტანურ კლუბში შესაძლოა ის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შეცვალოს.
35 ტურის შემდეგ „იუვენტუსი“ სერია A-ს ცხრილში მეხუთე ადგილზეა. „ნაპოლი,“ მსგავსი რაოდენობის მატჩების შემდეგ, იტალიის ჩემპიონატის ლიდერია.