ფეხბურთი

16:15 | 8.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" შესაძლოა, კევინ დე ბრუინი დაიმატოს

ბელგიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი შესაძლოა, „ნაპოლიში“ გადავიდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport- ავრცელებს. წყაროს თანახმად, 33 წლის ბელგიელით იტალიური კლუბი დაინტერესებულია და შესაძლოა, ტრანსფერში რომელუ ლუკაკუც დაეხმაროს, რომელიც დე ბრუინის მეგობარია და ის ეცადოს კევინის დარწმუნებას.

ნეაპოლური გამოცემები იმასაც წერენ, რომ დე ბრუინს სურს „ნაპოლიში“ თამაში. კევინი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, შესაბამისად, მისი ტრანსფერი უფასოდ იქნება შესაძლებელი, მაგრამ აგენტისთვის საკმაოდ მაღალი საკომისიოა გადასახდელი.

როგორც ალფრედო პედულა წერს, დე ბრუინის მეუღლე ნეაპოლშიც იყო, სადაც რამდენიმე სახლო დაათვალიერა. ნეაპოლელები მზად არიან ფეხბურთელს 2+1-წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ.

კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან დღემდე 418 მატჩში 108 გოლი გაიტანა, მანამდე ის „გენკის“, „ჩელსის“, "ვერდერის" და „ვოლფსურგის“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099919