„ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სკუდეტოსთვის ბრძოლაში პროგნოზი სთხოვეს, მაგრამ მან ამის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
როგორც თქვა, ყველაფერი ღმერთის ნებაა და არ სურს პროგნოზის გაკეთება:
„ფეხბურთი ძალიან ლამაზია, რადგან ბურთი იქ მიდის, სადაც ღმერთს სურს. ზოგჯერ ის სწორი მიმართულებით მიდის, ზოგჯერ კი - არასწორი. შესაბამისად, ჩვენ ყველანი ღვთის ხელში ვართ, ამიტომ, ჩემს თავს პროგნოზის გაკეთების უფლებას ვერ მივცემ“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ნაპოლი“ 77 ქულით ლიდერია და სამი ქულით უსწრებს „ინტერს“.