ფეხბურთი

17:50 | 8.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სკოტ მაკტომინეი სერია A-ში აპრილის MVP გახდა

იტალიის სერია A-ში აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად „ნაპოლის“ ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი დასახელდა.

შოტლანდიელმა აპრილში სერია A-ში ოთხი მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, მან ორჯერ შეასრულა დუბლი „ემპოლისა“ და „ტორინოს“ წინააღმდეგ. ეს ჯილდო კი, კარიერაში პირველად მოიპოვა, რომელსაც 11 მაისს, "ჯენოასთან" მატჩის დაწყებამდე გადასცემენ.

მაკტომინეი „ნაპოლის“ მესამე ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას და ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისას შემდეგ, რომელმაც თვის MVP-ს ჯილდო დაიმსახურა.

28 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ სეზონს ატარებს, რომლის განმავლობაში 31 შეხვედრაში თავი 11 გოლით გამოიჩინა და „ნაპოლის“ სკუდეტოსკენ მიუძღვის.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.083639