საქართველოსა და კაბო ვერდეს ნაკრებთა ამხანაგურ მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია ამის შესახებ სფფ იტყობინება.
ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო და მისი რეალიზება რამდენიმე საათში მოხდა. მატჩი ქუთაისში, „რამაზ შენგელიას“ არენაზე“ 8 ივნისს გაიმართება.
მანამდე, 3 დღით ადრე, ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „დინამო არენაზე“ ფარერებს გაეჯიბრება. ამ მატჩისთვის ბილეთების გაყიდვა 3 დღეა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ყველა ბილეთი არ გაყიდულა.