საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურში „გარეჯმა“ „კოლხეთს“ უმასპინძლა, რომელიც 4:1 დაამარცხა.
გიორგი მიქაძის გუნდმა პირველივე ტაიმში მოიპოვა ორბურთანი უპირატესობა, ვახო ბედოშვილისა და ლევან პაპავას გოლებით. მეორე ნახევარში ბედოშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო მეოთხე გოლი მათე ქომეთიანმა გაიტანა. ფოთელთა რიგებში ერთადერთი გოლი გიორგი აბუაშვილის აქტივშია.
„გარეჯმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, 12 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე აინაცვლა, მომდევნო ტურში კი, „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთი“ 11 ქულით ბოლოსწინა მეცხრე პოზიციაზეა და „გაგრას“ დაუპირისპირდება.
„გარეჯი“ – „კოლხეთი“ 4:1 (2:0)
გოლები: 1:0 ბედოშვილი (18), 2:0 პაპავა (38, პენ), 3:0 ბედოშვილი (59), 3:1 აბუაშვილი (73), 4:1 ქომეთიანი (89)