ფეხბურთი

0:10 | 9.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნასერ ალ-ხელაიფი: "ჯერ არაფერი დასრულებულა, წინ მნიშვნელოვანი მატჩია"

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ CBS Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამაყობს თავისი გუნდით, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია:

„ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გავაკეთეთ, გულშემატკივრებით, ყველაფრით, რაც კლუბმა გააკეთა. უნდა გვახსოვდეს ფაზის ეტაპი, კვალიფიკაცია ეჭვქვეშ იყო, მაგრამ ყოველთვის გვჯეროდა ამ გუნდის, ამ მწვრთნელის. ეს ყველასთვის შესანიშნავია. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ვამაყობ მათით, ამ გუნდით, ამ მოთამაშეებით. შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს, შესანიშნავი გუნდი. თუმცა, ამით არაფერი დასრულებულა, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია სათამაშო“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ეს იქნება 2004 წლის შემდეგ პირველი ფინალი, რომელშიც ესპანური, ინგლისური და გერმანული გუნდი არ იქნება, 2004 წელს, ფინალში "პორტუმ და "მონაკომ" ითამაშეს. გარდა ამისა, 1993 წლის შემდეგ პირველად ფინალი ფრანგულ-იტალიური იქნება, მაშინ "მარსელმა" "მილანი" დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ ის ფინალიც მიუნხენში გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.086698