ფეხბურთი

12:44 | 9.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: "საბაბის მოძებნა შეიძლება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ საკმარისად კარგები ჩვენ არ ვიყავით"

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა თქვა, რომ შესაძლებელია საბაბის მოძებნა წარუმატებელ სეზონზე, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მათ უბრალოდ საკმარისად კარგად ვერ ითამაშეს.

„ჩვენ საკმარისად კარგები არ ვიყავით. რა თქმა უნდა, შეიძლება საბაბის მოფიქრება და ძებნა. ტრავმები, ბევრი ტრავმა არასწორ დროს, მაგრამ საბოლოოდ, რეალობა ისაა, რომ საკმარისად კარგად ვერ ვთამაშობდით. ჩვენში არ იყო შიმშილის გრძნობა, მეც არ ვიყავი კარგი, გუნდს ისე ვერ დავეხმარე, როგორც საჭირო იყო და ეს სეზონი იმედგამაცრუებელია“, - თქვა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, „მანჩესტერ სიტის“ ასოციაციის თასის მოგების შანსი აქვს და ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან, თანაც, შეუძლია პრემიერლიგაში მეორე ადგილი მაინც დაიკავოს.

0.097018