მადრიდის „რეალს“ დიდი ალბათობით, ჩაბი ალონსო ჩაიბარებს. „ლევერკუზენის“ მოქმედი მწვრთნელი თანახმაა, „სამეფო კლუბის“ შეთავაზებას დათანხმდეს მაშინვე, როგორც კი, ესპანური კლუბიდან კარლო ანჩელოტის გაშვების საკითხი გადაწყდება.
იტალიელის დათხოვნა მხოლოდ დროის საკითხია, ფორმალობებია მოსაგვარებელი. მადრიდელთა მთავარი სამიზნე ჩაბი ალონსოა, მეტიც, არც ალტერნატიული ვარიანტები არ ჰყავთ, მხოლოდ ბასკის მიწვევაზე მუშაობენ.
თავის მხრივ, „ლევერკუზენის“ ახალი მწვრთნელის მოძებნის პროცესს აჩქარებს, რათა ალონსო შეცვალონ.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალში“ 2009-2014 წლებში თამაშობდა და 236 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ის „ლევერკუზენს“ 2022 წლიდან უდგას სათავეში და გერმანულ გუნდს თითოჯერ მოაგებინა ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი, გარდა ამისა, ევროპა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.