ფეხბურთი

10:29 | 10.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ოდიშარიას ორი საგოლე პასი ლატვიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ლატვიის ჩემპიონატის მე-12 ტურში რფს-მა საკუთარ მოედანზე „დაუგავპილსი“ ძალიან ადვილად, 5:1 დაამარცხა, რაშიც ლაშა ოდიშარიამ წვლილი ორი საგოლე პასით შეიტანა.

ქართველმა შემტევმა 67-ე წუთი ითამაშა, საგოლე პასები კი, დარკო ლემაიჩს გაუკეთა. ორივე შემთხვევაში ლაშამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და იქ ლემაიჩმა თავით გაიტანა.

ლაშა ოდიშარიას აქტივში მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. რფს ლატვიის ჩემპიონატს 28 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094144