„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ „ბოლონიასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ისეთი კლუბი, როგორიც „მილანია“, მეცხრე ადგილით კმაყოფილი ვერ იქნება:
„გავიმარჯვეთ გუნდთან, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. თუმცა, დღეს შესანიშნავად არ გვითამაშია. იტალიის თასის მოგება გვინდა, ახლა ამ მატჩზე ვიფიქრებთ. ხიმენესი ძალიან კარგად მუშაობს, მთავარი გუნდი და გამარჯვებაა. ისეთი ისტორიული კლუბი, როგორიც „მილანია“, სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილით კმაყოფილი ვერ იქნება. არსებობს იმედგაცრუება. ახლა კონსეისაოს მომავალი მნიშვნელოვანი არაა, საჭირო დროს ჩემს მომავალზე ვისაუბრებ, ახლა მთავარი „მილანია“, - თქვა კონსეისაომ.
„მილანი“ 60 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში „რომას“ ესტუმრება, თუმცა, მანამდე 14 მაისს, რომში, იტალიის თასის ფინალში ისევ „ბოლონიას“ შეხვდება.