სხვა

12:31 | 10.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად, თბილისის ყინულის არენა ჩელენჯერის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ისტორიაში პირველად, ფიგურულ ციგურაობაში საქართველო საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით ინიცირებულ ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს, "თრიალეთის თასი 2025"-ს უმასპინძლებს.

"ჩელენჯერის სერიის" შეჯიბრებები 2014-2015 სპორტული სეზონიდან ათ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მის შედეგს სენიორების კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენებისათვის სერიოზული მნიშვნელობა აქვს.

კერძოდ, სწორედ ჩელენჯერის სერიის ტურნირებზე ეძლევათ სპორტსმენებს შესაძლებლობა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის მისაღებად ტექნიკური მინიმუმის ქულების დაგროვებისა და მსოფლიო სარეიტინგო სიაში მაღალი პოზიციის მიღწევისა. ამასთან, ეს ტურნირი სპორტსმენებს ახალი პროგრამების წარმოდგენისა და მეტი საერთაშორისო გამოცდილების მიღების შასააძლებლობას აძლევს.

"ჩელენჯერის სერიის" ტურნირის თბილისში ჩატარების თაობაზე წარმოდგენილი განაცხადებიდან საერთაშორისო საციგურაო კავშირმა, ახალი სეზონისათვის საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის - მარიამ გიორგობიანის ინიციატივით მომზადებული განაცხადი შეარჩია.

ფედერაციის მიერ მომზადებული განაცხადი ყველა კრიტერიუმით აკმაყოფილებდა ტურნირის ჩატარებისათვის სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტს, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ჩვენი სპორტსმენების საერთაშორიოს არენაზე მიღწეული შედეგების გათვალსიწინებით.

ამიტომაც, შერჩეული ათი ქვეყნიდან საქართველოს ფედერაციის განაცხადი იმ ოთხი ქვეყნის განაცხადს შორისაც აღმოჩნდა, ვისაც ოთხივე კატეგორიაში (მამაკაცები, ქალები, სპორტული წყვილები, სპორტული ცეკვები) ტურნირის ჩატარების უფლება მიეცა.

მიმდინარე წლის 8-11 ოქტომბერს , თბილისის ყინულის არენაზე დაგეგმილი ჩელენჯერის სერიის საერთშორისო ტურნირი "თრიალეთის თასი 2025" კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა იქნებ ჩვენს ქვეყანაში ფიგურული ციგურაობის პოპულარიზაციისა და ამ რანგის ტურნირების ორგანიზების მიმართულებით.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092663