ჩოგბურთი

14:22 | 10.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი ფინალში - ეკატერინე გორგოძემ ლოპოტას მეორე ტურნირი ვეღარ მოიგო

ლოპოტაზე დასრულდა ქალთა შორის საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც ამერიკელმა კეროლ იანგსულ ლიმ მოიგო.

ამერიკელმა სპორტსმენმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 557-ე პოზიციაზეა ეკატერინე გორგოძეს სამ სეტში: 6:7, 7:6, 6:4 აჯობა.

შეხვედრა ქართველმა კარგად დაიწყო და პირველ სეტს იგებდა, თუმცა მეტოქემ მაინც გაიმარჯვა. ამერიკელს 4, ხოლო გორგოძეს 1 ეისი ჰქონდა, სამაგიეროდ ორმაგი შეცდომა ჩვენებურმა მხოლოდ ერთხელ, ხოლო ლიმ 4-ჯერ დაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი სოფო შაფათავა, რომელმაც შეხვედრა, რომელიც მხოლოდ 58 წუთი გაგრძელდა, პირველივე სეტში, ქართულ დაპირისპირებაში დათმო.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე გორგოძემ ერთი კვირის წინ ლოპოტას ტურნირი მოიგო, ხვალიდან კი თბილისთი საერთაშორისო ჩელენჯერი მამაკაცებს შორის დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ჩვენი ქვეყნნის ნაკრების წევრები მიღებენ - მათ მხოლოდ ალექსანდრე მეტრეველი დააკლდებათ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170083
სარეკლამო ადგილი - 99
X x X