იტალიური „კომოს“ მთავარი მწვრთნელი, სესკ ფაბრეგასი, შესაძლოა ზაფხულში „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. ინფორმაციას Sky Sport Germany ავრცელებს.
წყაროს ცნობით, „ფარმაცევტების“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ესპანელი სპეციალისტი სტილისტურად ბაიერის ფეხბურთს ემთხვევა, ამიტომ მას მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ფავორიტად მიიჩნევენ.
თუმცა, ფაბრეგასს ჯერ არ გადაუწყვეტია, უნდა თუ არა "კომოს" დატოვება. მით უმეტეს, რომ ის არა მხოლოდ იტალიური გუნდის მწვრთნელია, არამედ კლუბის აქციებსაც ფლობს.
ფაბიოს ხელშეკრულება კლუბთან 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში "კომო" სერია A-ს 35 ტურის შემდეგ 45 ქულით მე-10 ადგილზეა.