ფეხბურთი

14:57 | 10.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სელმაეკერსის მომავალი ბუნდოვანია - "რომას" შენარჩუნება, "მილანს" კი 25 მილიონი უნდა

საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება და მალე სატრანსფერო ფანჯარაც გაიხსნება. ალექს სელმაეკერსი „რომას“ შემადგენლობაში თამაშობს, თუმცა, ის „მილანის“ საკუთრებაა.

ბელგიელის შენარჩუნება რომაულ კლუბს სურს, თუმცა ის ფასი აშინებთ, რომლის სანაცვლოდან „წითელი ეშმაკები“ ითხოვენ - 25 მილიონი ევრო.

სელმაეკერსმა მიმდინარე სეზონში 29 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ სტატისტიკის ფინზე კი მის დამატებას სხვა გუნდებიც ცდილობენ.

„მილანს“ ინგლისური კლუბები: „ნიუკასლი“ და „ნოტინგემ ფორესტი“ დაუკავშირდა და ფეხბურთელის გადაბირების თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. ალექსისს „როსონერისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.086225