„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ ლა ლიგის მოგება ყველაზე სამართლიანი ტიტული იქნება.
მან ხაზი გაუსვა, რომ ლა ლიგაში 38 მატჩია ჩასატარებელი, რითაც მიანიშნა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც სხვა ფორმატია და გამარჯვებულის გამოსავლენად ასეთი მარათონული მატჩების ჩატარება საჭირო არაა:
„ვფიქრობ, ლა ლიგა ყველაზე სამართლიანი ტიტულია. ლა ლიგაში 38 თამაში უნდა ითამაშო და ცხადია, თუ ბოლოს სატურნირო ცხრილში ყველაზე წინ იქნები, ეს ყველაზე სამართლიანი ტიტულია“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგას სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და უშუალო კონკურენტ „რეალს“ 11 მაისს დაუპირისპირდება.