ფეხბურთი

17:16 | 10.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "საქმე დასამთავრებელია, ბოლომდე ბევრს ვიმუშავებთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ჯენოასთან“ მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საქმე დასამთავრებელია და ბოლომდე სერიოზულად მუშაობას გააგრძელებენ.

„მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, უნდა ვეცადოთ, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. სამი მატჩი რჩება, საქმე დასამთავრებელია, მომწონს ტანჯვა, ამიტომ, სერიოზულად გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც აქამდე ვაკეთებდით.

გულშემატკივარი, ჩვენსავით, რაღაც კარგზე ოცნებობს, ქალაქში ვხვდები ადამიანებს, რომლებიც თბილ სიტყვებს მეუბნებიან, მადლობას მიხდიან, ამიტომ, შრომა დაფასებულია და ეს მაქსიმალური კმაყოფილებაა.

ფანები მეკითხებიან თუ დავრჩები? გულშემატკივარი ახლა ამ შეკითხვას არ მისვამს, ისინი მადლობის გარდა, მეკითხებიან: მოვიგებთ? მე კი, ვპასუხობ, რომ აუცილებლად ვეცდებით. ეს შეკითხვა ისმის მადლობის შემდეგ, მათ მხოლოდ სკუდეტოს მოგება აინტერესებთ, დანარჩენი ყველაფერი მოსაწყენია“, - თქვა კონტემ და არ უპასუხა შეკითხვას, დარჩება თუ არა, „ნაპოლიში“ ამ სეზონის შემდეგაც.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს სამქულიანი უპირატესობით ლიდერობს, სეზონის ბოლომდე კი, სამი ტურია დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089788