"ვალენსიამ" ლა ლიგაში ზედიზედ მე-10 წაუგებელი მატჩი ჩაატარა და "ხეტაფე" 3:0 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილი სამჯერ იხსნა გუნდი და ძალიან კარგად ითამაშა.
ესპანურმა მედიამ მისი თამაში შესაბამისად, დადებითად შეაფასა:
AS: „ძალიან სერიოზული თამაში მეკარისგან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ხეტაფეს“ გოლი ერ გაეტანა. მას ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებული იყო“.
Eldesmarque: „დიდი ოსტატობის მატჩი. იშვიათად ერთვებოდა თამაშში, მაგრამ როდესაც ამის გაკეთება უწევდა, ლამაზი სეივებით ჩნდებოდა“.
მატჩის შემდეგ "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმაც არ დაივიწყა თამაშის შეფასებისას მამარდაშვილის წვლილი ეხსენებინა:
„პირველ წუთებში ცოტა გაგვიჭირდა „ხეტაფეს“ ზეწოლის გამო. შემდეგ გუნდმა თამაშზე კონტროლი მოიპოვა, პრესინგი დაძლია და მეტოქის ნახევარზე გადავედით. მომენტები კარგად გამოვიყენეთ, გიორგისაც ორი კარგი სეივი ჰქონდა“, - თქვა კორბერანმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში 8-ჯერ კარი მშრალად აქვს შენახული. „ვალენსია“ 45 ქულით მეცხრე ადგილამდე აღზევდა, მომდევნო ტურში, 14 მაისს, სტუმრად „ალავესს“ შეხვდება.