ფეხბურთი

18:48 | 10.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ჩინეთის სუპერლიგის მე-12 ტურში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანმა“ „ჟეიანი“ 4:2 დაამარცხა, ქართველმა შემტევმა კი, ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ვაკომ პირველი გოლი 24-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ მეტოქე 63-ე და 98-ე წუთებზე დაამწუხრა. ქართველმა შემტევმა ეს სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ძალიან შედეგიანად თამაშობს.

ვაკო ყაზაიშვილს ჩინეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ოთხჯერ საგოლე პასი გააკეთა. ბომბარდირთა დავაში ვაკო ლიდერს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.

„შანდონ ტაიშანი“ 20 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 17 მაისს, „შანხაის“ ესტუმრება.

0.171719