აზერბაიჯანის პრემიერლიგის 34-ე ტურში „ზირამ“ სტუმრად „საბაილი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და გადამწყვეტი გოლი 91-ე წუთზე შეაგდო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში. მან მე-11 გოლი გაიტანა 30-ე შეხვედრაში, ეს ჩემპიონატში, ხოლო 4 გოლი სეზონის სტარტზე ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზეც მიითვალა. ამ შეხვედრაში გიორგი პაპუნაშვილმაც ითამაშა სტუმართა რიგებში, რომელიც 92-ე წუთზე შეცვალეს.
ვოლკოვი 11 გოლით ბომბარდირებში მესამე ადგილზეა, ლიდერ ლეანდრო ანდრადეს („ყარაბაღი“) 3 გოლით ჩამორჩება.
„ზირა“ 70 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 17 მაისს, „საბაჰს“ უმასპინძლებს.