ფეხბურთი

20:04 | 10.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიფციგმა“ „ვერდერთან“ ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი დაკარგა

გერმანიის ჩემპიონატის ბოლოსწინა, 33-ე ტურის მატჩი „ვერდერსა“ ​​და „ლაიფციგს“ შორის თამაში უგოლო ფრედ - 0:0 დასრულდა.

პარალელურ მატჩში „ფრაიბურგმა“ სტუმრად „ჰოლშტაინი“ დაამარცხა (2:1). ამგვარად, „ლაიფციგმა“ ოთხეულში მოხვედრის და 2025/2026 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის თეორიული შანსიც დაკარგა.

33 მატჩში 51 ქულით „ლაიფციგი“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს. „ვერდერი“ მერვე ადგილზეა, გუნდს 48 ქულა აქვს.

გერმანია. ბუნდესლიგა. 33-ე ტური. 10 მაისი: ვერდერი - ლაიფციგი 0:0, უნიონ ბერლინი - ჰაიდენჰაიმი 0:3, ბოხუმი - მაინცი 1:4, ჰოლშტაინი - ფრაიბურგი 1:2, ბაიერნი - გლადბახი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092616