იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ლაციო“ და „იუვენტუსი“ შეხვდნენ, ფრედ - 1:1 დასრულდა.
პირველი გოლი 51-ე წუთზე „იუვენტუსის“ ფრანგმა თავდამსხმელმა რანდალ კოლო მუანიმ გაიტანა. „ლაციომ“ საპასუხო 90+6 წუთზე. თავი რომაელთა ნახევარმცველმა მატიას ვესინომ გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ სტუმრები მე-60 წუთიდან, როდესაც მცველი პიერ კალულუ გააძევეს, კაცნაკლულნი დარჩნენ.
ამ თამაშის შემდეგ „იუვენტუსს“ 64 ქულა მოუგროვდა იტალიის ჩემპიონატის ცხრილში მეოთხე ადგილზე დგას. ასევე 64-ქულიანი „ლაციო“ მეხუთეზე.
იტალია. სერია A. 36-ე ტური. 10 მაისი: კომო - კალიარი 3:1, ლაციო - იუვენტუსი 1:1, ემპოლი - პარმა მოგვიანებით გაიმართება