ფეხბურთი

22:23 | 10.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კეინმა კარიერაში მეექვსედ გაიტანა 25-ზე მეტი გოლი ერთ სეზონში

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გოლი გაიტანა გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურის მატჩში მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ წინააღმდეგ (2:0). ამრიგად, ინგლისელს გერმანიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის მიმდინარე სეზონში 25 გოლი მოუგროვდა. ეს ფეხბურთელისთვის მეექვსე სეზონია, როდესაც ის ოცდახუთი ან მეტი გოლის გატანას ახერხებს - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Squawka.

კეინმა მსგავს მიღწევებს ადრე „ტოტენჰემთან“ ერთად 2015/2016 (25 გოლი), 2016/2017 (29), 2017/2018 (30) და 2022/2023 (30) სეზონებში უწია. შემდეგ თავისი სერია ამჟამინდელ გუნდთან ერთად განაგრძო: მან 2023/24 სეზონში 36 გოლი გაიტანა.

35 წლის ნახევარმცველი თომას მიულერი მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდა და 83-ე წუთზე შეცვალეს. ეს თამაში მისთვის ბოლო იყო „ბაიერნის“ საშინაო სტადიონზე. ის კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონატი ვადაზე ადრე მოიგო და ახლა 79 ქულა აქვს.

გერმანია. ბუნდესლიგა. 33-ე ტური. 10 მაისი: ვერდერი - ლაიფციგი 0:0, უნიონ ბერლინი - ჰაიდენჰაიმი 0:3, ბოხუმი - მაინცი 1:4, ჰოლშტაინი - ფრაიბურგი 1:2, ბაიერნი - გლადბახი 2:0

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.155964