მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ის ამ კლუბთან ყოველთვის იქნება დაკავშირებული და მასზე შეყვარებული:
„ჩაბი ალონსო ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მისთვის ყველა კარი ყოველთვის ღიაა, ხოლო ჩემსა და ამ კლუბს შორის თაფლობის თვე გრძელდება და სამუდამოდ გაგრძელდება, სხვა არაფერია დასამატებელი. „რეალი“, როგორც „მილანი“, ჩემს გულში სხვებზე მეტად რჩება, ეს ნორმალურია. „რეალი“ ყოველთვის მეყვარება, ეს განსაკუთრებული კლუბია და ყველასგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იმსახურებს, ყოველდღე.
"ელ კლასიკო"? ეს სეზონში ბოლო "ელ კლასიკოა", რადგან "ბარსელონა" მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნება, შესაბამისად, იქ ვერ შევხვდებით“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის ნაცვლად ჩაბი ალონსოს დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილია და ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ დადასტურდება.