ფეხბურთი

0:47 | 11.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლიმ" 5 თვის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო და სერია A-ში დარჩენის შანსი გაიზარდა
საბა გოგლიჩიძე სათადარიგო იყო და არ უთამაშია

„ემპოლიმ“ 2024 წლის 8 დეკემბრის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო. სერია A-ს 36-ე ტურში რობერტო დ’ავერსას გუნდმა შინ კონკურენტი „პარმა“ 2:1 დაამარცხა და სასიცოცხლო მნიშვნელობის გამარჯვება მოიპოვა.

სერია A-ში ზედიზედ 6 ფრისა და 14 მარცხის შემდეგ „ემპოლიმ“, როგორც იქნა, 3 ქულის მოპოვება შეძლო.

„ემპოლი“ მე-11 წუთზე იაკოპო ფაცინის გოლით დაწინაურდა, რასაც პირველ ტაიმში „პარმას“ მცველის გაძევება მოჰყვა. კაცნაკლულმა სტუმრებმა მეორე ტაიმში გაათანაბრეს, მაგრამ 86-ე წუთზე ტინო ანჯორინმა ტოსკანელებს ნანატრი გამარჯვება მოაპოვებინა.

საბა გოგლიჩიძეს გადამწყვეტ მატჩში არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო. ქართველ მცველს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 31 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა. სამჯერ მან იტალიის თასზეც ითამაშა.

„ემპოლიმ“ 28 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონა დატოვა, მინიმუმ „ლეჩეს“ და „ვენეციას“ მატჩებამდე, რომლებიც ამ ტურში „ვერონას“ და „ფიორენტინას“ ხვდებიან. „ემპოლის“ „მონცასა“ და „ვერონასთან“ დარჩა მატჩები, კალენდარი საკმაოდ ადვილია და გადარჩენის საკითხი თავის ხელში აქვს.

0.094778