ფეხბურთი

0:55 | 11.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგი" 2018 წლის შემდეგ პირველად, ბუნდესლიგაში დაბრუნდა

„ჰამბურგი“ გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნდა! II ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში HSV-მ შინ „ულმი“ 6:1 გაანადგურა, რის შემდგომაც, მინიმუმ მეორე ადგილი გაინაღდა, რაც ელიტის საგზურის მომტანია.

„ჰამბურგს“ 33 ტურის შემდეგ 59 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „კიოლნს“ ქულით უსწრებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მესამეადგილოსან „ელვერსბერგს“ 4 ქულით უსწრებს, შესაბამისად, ბუნდესლიგაში დაბრუნდა.

„ჰამბურგი“ 2018 წელს პირველად გავარდა ბუნდესლიგიდან და მას შემდეგ ვერაფრით ახერხებდა ელიტაში დაბრუნებას, ყოველთვის ახლოს იყო, მაგრამ მიზანს ვერ აღწევდა, მაგრამ ამჯერად შეძლო ბუნდესლიგაში დაბრუნება.

„კიოლნიც“ ახლოსაა“ ბუნდესლიგაში დაბრუნებასთან, ბოლო ტურის წინ 3 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს. მესამე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა, „ელვერსბერგს“, „პადერბორნსა“ და „დიუსელდრორფს“ შორის, განსხვავება სულ 2 ქულაა. II ბუნდესლიგის მესამე ადგილოსანი ელიტის საგზურისთვის ბუნდესლიგის მე-16 ადგილოსანს ორმატჩიან პლეი-ოფში შეხვდება, რომელიც დიდი შანსია, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ იყოს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.183861