ფეხბურთი

1:05 | 11.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიორლოტმა ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პოკერი შეასრულა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატში მადრიდის „ატლეტიკომ“ „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

ოთხივე გოლი 30 წუთის ინტერვალში 27 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ალეკსანდერ სიორლოტმა გაიტანა (მე-7, 10-ე, მე-11 და 30-ე წუთები).

ეს ყველაზე სწრაფი ოთხგოლაა ლიგის ისტორიაში.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ატლეტიკოს“ 70 ქულა მოუგროვდა. დიეგო სიმეონეს გუნდი ცხრილში მესამე ადგილზეა. „რეალ სოსიედადი“ 43 ქულით მე-12-ზე.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 35-ე ტური. 10 მაისი: ვალენსია - ხეტაფე 3:0, სელტა - სევილია 3:2, ჟირონა - ვილიარეალი 0:1, მალიორკა - ვალიადოლიდი 2:1, ატლეტიკო - რეალ სოსიედადი 4:0

0.165938