კარლო ანჩელოტის შვილი დავიდე ანჩელოტი შესაძლოა ახალი სეზონიდან „კომოს“ მწვრთნელად დაინიშნოს.
უმცროსი ანჩელოტი „რეალში“ მამამისის ასისტენტია და მას დამოუკიდებლად მუშაობაც სურს. „კომო“ კი, საინტერესო ვარიანტია.
სესკ ფაბრეგასი, რომელიც ამჟამად უდგას სათავეში იტალიურ კლუბს, „ლევერკუზენის“ სამიზნეა და დიდი შანსია, გუნდი დატოვოს. მის შემცვლელად ლომბარდიელები დავიდეს განიხილავენ.
აქვე გეტყვით, რომ დავიდე ანჩელოტის ჯერჯერობით, მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. "კომოს" გარდა, ახალგაზრდა სპეციალისტით "რეინჯერსი" და ორი ესპანური კლუბიცაა დაინტერესებული.