მილანის „ინტერს“ ლაუტარო მარტინესი უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. არგენტინელი „ტორინოსა“ და „ლაციოსთან“ უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს.
ლაუტარომ ტრავმა „ბარსელონასთან“ პირველ მატჩში მიიღო და საპახუხო თამაში ვერ უნდა ეთამაშა, მაგრამ შეხვედრის მნიშვნელობის გამო ის მოედანზე გავიდა, გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
თუმცა, „ბარსასთან“ მოედანზე ლაუტაროს ყოფნა შეუპოვრობის, მონდომების და ვნების სასწაული იყო, ახლა არგენტინელმა უნდა დაისვენოს და კუნთის დაზიანება აღიდგინოს, რათა 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის 100%-ით მზად იყოს.
მიმდინარე სეზონში ლაუტარო მარტინესმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 48 მატჩში 22 გოლის გატანა შეძლო.